სამუშაო საათების აღრიცხვის წარმოება მატერიალური ფორმით მეტ ძალისხმევას და ადამიანურ რესურსს მოითხოვს. დამსაქმებლებს, რომლებსაც არ ჰყავთ კონკრეტული ფუნქციების შემსრულებელი თანამშრომლები დასჭირდებათ სამუშაო საათების აღრიცხვისთვის ახალი კადრის გამოყენება, რათა ხელით მოხდეს თანამშრომლების სამუშაო დროის აღრიცხვის წარმოება. ამ სისტემის გამოყენება ნებისმიერ კომპანიას შეუძლია. ინსტალაცია და ტრენინგი შესაძლებელია ძალიან მოკლე დროში.
საჭირო რეპორტები და სამუშაო განრიგი/ცვლა
სამუშაო საათების აღრიცხვის პროგრამა არის ქართულ ენაზე ხელმისაწვდომი და მარტივად გამოსაყენებელი. აღნიშნული მოწყობილობის და სისტემის გამოყენება დაგაზოგინებს დროს და მოგცემს საშუალებას, რომ სრული სიზუსტის დაცვით მიიღოთ რეგულაციების მიხედვით საჭირო რეპორტები. შეგიძლიათ ნახოთ ნებისმიერი თანამშრომლის მოსვლა-წასვლა, ნამუშევარი საათები, ნებისმიერი დღის/თვის ჭრილში, მარტივად აღრიცხავთ თანამშრომელთა ზეგანაკვეთური სამუშაო საათები, მივლინებები, შვებულებები, დისტანციური სამუშაო და ა.შ.
ასევე სამუშაო საათების აღრიცხვის სისტემა შეუძლია მიეთითოს თითოეული თანამშრომლის შვებულება/დეკრეტი/ბიულეტენი შესაბამისი დროის პერიოდის განსაზღვრით. გამოყოფილია ოფიციალური უქმე დღეები.
ხელფასების ავტომატური დაანგარიშება
სამუშაო საათების აღრიცხვის სისტემა საშუალებას გაძლევს, რომ დაზოგოთ დრო, რადგან თვის ბოლოს ჩვენი პროგრამა ავტომატურად დაიანგარიშებს თანამშრომელთა საათობრივ ან ფიქსირებულ ხელფასებს. მიიღებთ ყველა საჭირო დოკუმენტის ინდივიდუალური ხელშეკრულებების და არსებული დადგენილი სტანდარტების გათვალისწინებით. თუ გსურს გაიმარტივო სამუშაო საათების აღრიცხვა და ადმინისტრირება, ასევე შენი კომპანიის ყოველთვიური რეპორტები შესაბამისობაში იყოს საქართველოს შრომის კოდექსთან და უბრალოდ გინდა, რომ შენს თანამშრომლებს ჰქონდეს მარტივი HR-ადმინისტრირების პოგრამა, მაშინ მოგვმართეთ.
თანამშრომელთა დასწრების სისტემა თავისი ელექტრონული მართვის სისტემით არის საუკეთესო გადაწყვეტა ბიზნესისთვის, ვისაც სურს გააკონტროლოს თავისი პერსონალის მოსვლა-წასვლა, ნამუშევარი საათები, ნებისმიერ დღის/თვის ჭრილში მარტივად და ხელმისაწვდომ ფასად.
თქვენი ელ-ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. მონიშნულია საჭირო ველები *
Awesome Customer Support
Do you need help?
32 2 121 120
Comments