აკადემია

რატომ უნდა გამოვიყენოთ კომპანიაში თანამშრომელთა სამუშაო დროის აღრიცხვის სისტემა?!

რატომ უნდა გამოვიყენოთ კომპანიაში თანამშრომელთა სამუშაო დროის აღრიცხვის სისტემა?!

შრომის კოდექსიდან გამომდინარე საქართველოში მოქმედ ყველა დამსაქმებელს თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაო საათების ზუსტი აღრიცხვა ევალება. ელექტრონული აღრიცხვის სისტემები ამ პროცესს უფრო ამარტივებს.

სამუშაო დროის ადმინისტრირება და აღრიცხვა,როგორც დამსაქმებლის ასევე დასაქმებულის ინტერესშია.ელექტრონული მართვის სისტემით აღრიცხვიანობა ხელს უწყობს მხარეთა ურთიერთობაში გამჭვირვალობას, რაც სამომავლოდ შრომითი დავების პრევენციის ერთ-ერთი საშუალებაა.,აღნიშნული სისტემა ადამიანური და დროის რესურსის ხარჯვასთან ასოცირდება. აღრიცხვის წარმოება მატერიალური ფორმით დამეთანხმებით მეტ ძალისხმევას და ადამიანურ რესურსს მოითხოვს.

დამსაქმებლებს, რომლებსაც არ ჰყავთ კონკრეტული ფუნქციების შემსრუ

ლებელები თანამშრომლები,მათ დასჭირდებათ აღნიშნულ საქმეზე გამოყონ ახალი კადრი,რათა ხელით მოხდეს თანამშრომლების სამუშაო დროის აღრიცხვის წარმოება. ბოლო წლებში აღრიცხვის წარმოება მატერიალური ფორმით ხდებოდა,რაც ძალიან შრომატევადი და რთული იყო, როგორც მსხვილი ისე მცირე ბიზნესისთვის.

ჩამოგითვლით იმ მიზეზებს თუ რატომ არის უფრო ხელსაყრელი ელექტრონული სისტემით აღრიცხვიანობა თქვენი ორგანიზაციებისთვის:

თანამშრომელთა სამუშაო დროის აღრიცხვა მატერიალური ფორმით, ასევე ყოველდღიური რეპორტების ნახვა მარტივად და ონლაინ არ არის ხელმისაწვდომი hr მენეჯერებისთვის, მაგრამ hr ადმინისტრირების ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით შეეძლებათ მარტივად ზედმეტი ძალისხმევის გარეშე მართონ ადმინისტრაციული პროცესები.

როგორც წესი, თანამშრომელთა ნამუშევარი საათების, დასწრების შესახებ ინფორმაცია სახელფასო განყოფილებაში შესაბამის სამსახურთან დაგვიანებით იგზავნება შრომატევადი გამოთვლების გამო და ამან შეიძლება გამოიწვიოს დაძაბულობა და უკმაყოფილება თანამშრომლებსა და მენეჯერებს შორის.

Hr ადმინისტრირების სისტემის გამოყენება კი ნებისმიერ ორგანიზაციაში ქმნის სამუშაო დისციპლინას და შედეგად მაღალ ეფექტურ სამუშაო გარემოს ქმნის.

თანამშრომელთა დასწრების სისტემა არის საუკეთესო გადაწყვეტა ბიზნესისთვის, რომელსაც სურს გააკონტროლოს თავისი პერსონალის მოსვლა-წასვლა,ნამუშევარი საათები.

აღრიცხვის სისტემები ხელს უწყობენ ორგანიზაციულ წესრიგს სამართლიანად და თანაბრად ყველა თანამშრომელს შორის.

რატომ უნდა გამოვიყენოთ თანამშრომელთა სამუშაო დროის აღრიცხვის პროგრამა?!

ზემოთ ნახსენები მიზეზები, სავარაუდოდ დაგეხმარებათ გადაწყვეტილების მიღებაში სწორად განსაზღვროთ პრიორიტეტები თქვენი ორგანიზაციისთვის. ასეთი სისტემების არსებობა დამსაქმებლებს, რომელთაც ჯერ არ აქვთ დანერგილი თანამშრომელთა სამუშაო დროის აღრიცხვის სისტემა,აღნიშნული პლატფორმა საშუალებას მისცემს დააკმაყოფილონ საკანონმდებლო მოთხოვნები.

კომპანია Net City-მა აღნიშნული HR ადმინისტრირების სისტემა kadrebi.ge- ის სახელით დააპროექტა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით (ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფა) და მიიყვანა საწარმოო ეტაპამდე. ამ დროისთვის KADREBI.GE- ის ელექტრონული ადმინისტრირების სისტემას საქართველოში დიდი რაოდენობით მცირე და მსხვილი კომპანიები/ორგანიზაციები იყენებენ. მოხარულები ვიქნებით, თუ თქვენც გიხილავთ ჩვენი ერთგული აბონენეტების სიაში.

Comments

დაწერეთ თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. მონიშნულია საჭირო ველები *

×

Awesome Customer Support

Do you need help?

32 2 121 120

ნეთ სითის ოპერატორთან დაკავშირება უფასოა

გთხოვთ შეავსოთ ქვემოთ მოცემული ველები რათა მოხდეს უფასო ზარის განხორციელება ნეთ სითის ოპერატორთან.

დადასტურება