შრომის კოდექსიდან გამომდინარე საქართველოში მოქმედ ყველა დამსაქმებელს თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაო საათების ზუსტი აღრიცხვა ევალება. ელექტრონული აღრიცხვის სისტემები ამ პროცესს უფრო ამარტივებს.
სამუშაო დროის ადმინისტრირება და აღრიცხვა, როგორც დამსაქმებლის ასევე დასაქმებულის ინტერესშია. ელექტრონული ფლატფორმით აღრიცხვიანობა ხელს უწყობს მხარეთა ურთიერთობაში გამჭვირვალობას, რაც სამომავლოდ შრომითი დავების პრევენციის ერთ-ერთი საშუალებაა., აღნიშნული სისტემა ადამიანური და დროის რესურსის ხარჯვასთან ასოცირდება.
პირველ რიგში აღსაღნიშნავია, რომ პროდუქტი 100% საქართველოში იწარმოება და არ ვართ დამოკიდებული სხვა მწარმოებლებზე. ამის გამო პროდუქტი შედარებით იაფია და სრულად მორგებულია მომხმარებლების ინდივიდუალურ მოთხოვნებზე.
თანამშრომელთა რეგისტრაციისთანავე სისტემა მზადაა დასწრების აღრიცხვისთვის, დასწრების აღრიცხვა ხდება ბარათის/ჩიპის გამოყენებით, გატარება ხორციელდება მინუმუმ დღეში 2-ჯერ, აუცილებელია დაფიქსირდეს თანამშრომლის სამსახურში გამოცხადების დრო და სამსახურიდან წავლის დრო, რის მიხედვითაც მოხდება ნამუშევარი საათების დაანგარიშება. ბარათის გატარებისას მონაცემთა ბაზაში ფიქსირდება სახელი, გვარი, გატარების ადგილი, თარიღი და ზუსტი დრო (წამის სიზუსტით)
მოწყობილობის პროგრამაში ავტომატურად აისახება თანამშრომელთა სამუშაო დროის მონაცემები წამის სიზუსტით და შემდეგ რეპორტი მიიღება სწორედ იმგვარად, როგორც რეგულაციები ითვალისწინებს. მისი მეშვეობით შესაძლებელია, დაგვიანებით გასვლის, გვიან მოსვლის, სრული ნამუშევარი საათებისა და დამატებით შესრულებული სამუშაო საათების აღრიცხვა. პროგრამაში შესაძლებელია თანამშრომელთა შესახებ მონაცემების შეყვანა, დეპარტამენტების მიხედვით მათი დახარისხება. აღრიცხვა ხდება ბარათის/ჩიპის/კოდის გამოყენებით.
აღრიცხვის წარმოება მატერიალური ფორმით დამეთანხმებით მეტ ძალისხმევას და ადამიანურ რესურსს მოითხოვს., დამსაქმებლებს, რომლებსაც არ ჰყავთ კონკრეტული ფუნქციების შემსრულებელები თანამშრომლები, მათ დასჭირდებათ აღნიშნულ საქმეზე გამოყონ ახალი კადრი, რათა ხელით მოხდეს თანამშრომლების სამუშაო დროის აღრიცხვის წარმოება.
ამ სისტემის გამოყენება ნებისმიერ კომპანიას შეუძლია., ინსტალაცია და ტრენინგი ძალიან მოკლე დროში არის შესაძლებელი.
აღნიშნული მოწყობილობის და სისტემის გამოყენება დაგაზოგინებთ დროს და მოგცემთ საშუალებას, რომ სრული სიზუსტის დაცვით მიიღოთ რეგულაციების მიხედვით საჭირო რეპორტები, შეგიძლიათ ნახოთ ნებისმიერი თანამშრომლის მოსვლა-წასვლა, ნამუშევარი საათები, ნებისმიერი დღის/თვის ჭრილში.
პროგრამა არის ქართულ ენაზე ხელმისაწვდომი პროგრამა და მარტივად მოსახმარი.
შეუზღუდავია სამუშაო ცვლის და გრაფიკების დამატება შეუზღუდავია თანამშრომლების რაოდენობს დამატება
შესაძლებელია კომპანიის ორგანიზაციული სტრუქტურის ჩაშენება სისტემაში.
მოთხოვნის საფუძველზე შესაძლებელია დასწრების აღწერა განხორციელდეს პირადობის ბარათებისა და სხვადასხვა საბანკო ბარათების გამოყენებით. ანგარიშგების მოდულის მორგება და ახალი დამატებითი ფუნქციების დამატება კომპანიის საჭიროებიდან და მოთხოვნებიდან გამომდინარე.
თითოეულ თანამშრომელს ექნება ინდივიდუალური პირადი კაბინეტი, სადაც შეეძლებათ მარტივად გააკონტროლონ პირადი სამუშაო საათები და გაეცნონ ნამუშევარი დღის რეპორტს., გადაამოწმონ სხვადასხვა აღწერილი ინფორმაციების სისწორე შეავსონ შვებულების განაცხადი და სხვ.
შესაძლებელია გარკვეული დღეების გასვლის შემდეგ ხელფასის ნახვა და ასევე შეუძლიათ ნახვა თუ რამდენი დღე გამოიყენეს შვებულების და რამდენი დარჩათ.
სისტემა იძლევა საშუალებას, ყველა თანამშრომლისთვის ან თანამშრომელთა ჯგუფისთვის გააგზავნოს ნებისმიერი შინაარსის SMS შეტყობინება., მაგ: თანამშრომელთა დაგვიანების შემთხვევაში, ავტომატურად უგზავნის შეტყობინებას, რომ დააფიქსიროს ბარათი ან კომენტარის სახით ჩაწეროს დაგვიანების მიზეზი. ასევე სამუშაო დღის ბოლოს თითოეული თანამშრომელი მიიღებს მოკლეტექსტურ შეტყობინებას დღიური ნამუშევარი საათების შესახებ.
თანამშრომელს შეუძლია საჩივრის, განაცხადის გაგზავნა მენეჯერთან სამუშაო პროცესთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებზე.
შესაძლებელია გარკვეული დღეების გასვლის შემდეგ ხელფასის ნახვა და ასევე შეუძლიათ ნახვა თუ რამდენი დღე გამოიყენეს შვებულების და რამდენი დარჩათ. შექმენით ქსელი თქვენს სამუშაო სივრცეში არსებულ დაშვების სისტემებსა და ჩვენს მოწყობილობებს შორის.
შეგიძლიათ მთვარ შესასვლელ კარზე და ასევე თქვენთვის სასურველ ადგილას მონტაჟი (შესაძლებელია კარის ჩაკეტვის ფუნქციის ჩართვაც) შლაგბაუმის გამოყენება ჩვენი სისტემით.
უფლებამოსილ პირს შეუძლია შეცვალოს ნებისმიერი თანამშრომლის დამატებითი ინფორმაცია დროის ნებისმიერ მომენტში, ასევე ხელფასების და თანამდებობრივი პოზიციის ცვლილება.
ნებისმიერი ოპერაცია/ტარება ლოგირდება, ანუ დეტალურად ინახება ცალკე მონაცემთა ბაზაში, თითოეული ოპერაციის ჩატარების თარიღი, დრო, კომპიუტერი, ოპერატორი და დეტალური ინფორმაცია ჩატარებული ოპერაციის შესახებ.
თქვენი ელ-ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. მონიშნულია საჭირო ველები *
Awesome Customer Support
Do you need help?
32 2 121 120
Comments