,ნეთ სითი“ ქართული სტარტაპია, რომელმაც ლიფტისთვის „ჭკვიანი მოწყობილობა“ თავისი უფრო „ჭკვიანი პროგრამებით“ და აპლიკაციით შექმნა. მისი გამოყენება საცხოვრებელ კორპუსებში მაცხოვრებლებს თანამედროვე და კომფორტულ გარემო პირობებს შეუქმნის. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები უამრავ პრობლემებს აწყდებიან, რომ ძლიერი დამოუკიდებელი თვითმმართველობა შექმნან; მათი ძალისხმევის მიუხედავად ვერ ხერხდება შეთანხმებულად და კოორდინირებულად კორპუსის ყოველთვიური ხარჯების მობილიზება , სწორედ აქედან გამომდინარე რიგ შემთხვევებში ვერ უმჯობესდება საცხოვრებელი კორპუსების გარემო პირობები. კომპანია- ნეთ სითის კონცეფცია სწორედ იმაში მდგომარეობს,რომ დაეხმაროს ამხანაგობებს მოიპოვონ ფინანსური დამოუკიდებლობა და პროცესი უფრო ადვილი, კომფორტული და გამჭვირვალე გახდეს.
ჩვენ გთავაზობთ:
ლიფტის ჭკვიანი მოწყობილობა, მოქნილი და გამჭვირვალე აპლიკაცია, ორგანიზებული ჯგუფი.
კორპუსის პრობლემების განხილვა ონლაინ ფორუმის მეშვეობით.
სრულიად უსაფრთხო და მოსახლეობაზე მორგებული სისტემა.
გამოიყენება ჩიპი/ბარათი ან კოდი.
ბარათის/ჩიპის ავტომატური ბლოკირება.
ინვოისების გაგზავნა.
ნეთ სითის ელექტრონულ საფულის უპირატესობაა, რომ ზუსტად იცი როგორ გროვდება თანხა და მარტივად აკონტროლებ საერთო ბალანსს. ელექტრონული საფულის განკარგვას კი კორპუსის ამხანაგობა ახდენს სადარბაზოში არსებული ხარჯების გათვალისწინებით.
გაიმარტივე,საცხოვრებელი კორპუსის ხარჯების მართვა,ჩვენი ჭკვიანი მოწყობილობის დახმარებით.
თქვენი ელ-ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. მონიშნულია საჭირო ველები *
Awesome Customer Support
Do you need help?
32 2 121 120
Comments