მრავალბინიანი კორპუსი არის ერთგვარი მინიარურული სამყარო საკუთარი წესებით, კანონებით, პრობლემებით და ამოცანებით, რომელთა მოგვარებაც მოსახლეობას ყოველდღიურად უწევს.
საცხოვრებელი კორპუსი არის რთული ტექნიკური სტრუქტურა, რომელიც მოითხოვს მუდმივ ყურადღებას, აუცილებელია მისი მდგომარეობის შენარჩუნება, მასზე ზრუნვა და მოვლა.
ახალაშენებული კორპუსის მოსახლეობა ქმნის ამხანაგობას და ბინათმესაკუთრეთა საერთო ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოსაგვარებლად, საკონტაქტოდ არჩევენ კორპუსის მენეჯერს, რომელიც არჩეული უნდა იყოს მობინადრეთა ხმათა უმრავლესობით. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის უმთავრეს ამოცანას საერთო საკუთრების მოვლა-პატრონობა, ექსპლუატაცია და განვითარება წარმოადგენს.
შენობების მენეჯმენტი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რომელიც მაცხოვრებლების მთავარი საზრუნავია, საცხოვრებელი კორპუსის მართვასაც თავისი წესები და პირობები აქვს, თუ საცხოვრებელი კორპუსი სწორად იმართება ამით კორპუსში არსებული საცხოვრებელი პირობები გამარტივდება, რაც მეტ სიმშვიდეს და უსაფრთხოების განცდას გამოიწვევს მაცხოვრებლებში.
შენობის ინფორმირებული მენეჯერის და დაწესებული წესების გარეშე საცხოვრებელი კორპუსის მართვა ძნელია. იმისთვის, რომ შენობის მენეჯერმა შეძლოს თავისი სამუშაოს სწორად შესრულება და დაკისრებული მოვალეობების პირნათლად შესრულება მას სჭირდება მთელი რიგი საკითხების შესწავლა, რაც უკავშირდება საცხოვრებელი კორპუსის მართვას. საცხოვრებელ კომპლექსებს აქვთ საერთო კრება, სადაც წყდება კორპუსის პრობლემები და სხვადასხვა საკითხების განხილვა მიმდინარეობს. ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა, რომელიც ყველა შენობის მენეჯერს აქვს არის საცხოვრებელი შენობის პირობების გაუმჯობესება, თუ ის საჭიროებს შეკეთებას, შეღებვას და მოვლას, უნდა აცნობოს საერთო კრებას, რათა მიიღონ საჭირო ზომები აღნიშნული პრობლემების აღმოსაფხვრელად.
არსებობს შენობის მენეჯმენტის უფრო ახალი მეთოდები პროგრამულ უზრუნველყოფაზე დაფუძნებული, რომელსაც გთავაზობთ ნეთ სითი, რათა გაუმარტივდეთ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს, კორპუსის მენეჯერებს უფრო მარტივად ნაკლები ძალისხმევის გარეშე მართონ საცხოვრებელი კორპუსები.
ნეთ სითი ქართული სტარტაპია, რომელმაც ლიფტისთვის მოწყობილობა და აპლიკაცია შექმნა, მისი გამოყენება საცხოვრებელ კორპუსში მაცხოვრებლებს თანამედროვე და კომფორტულ გარემო პირობებს შეუქმნის.
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები უამრავ პრობლემებს აწყდებიან, რომ ძლიერი დამოუკიდებელი თვითმმართველობა შექმნან. მათი ძალისხმევის მიუხედავად ვერ ხერხდება შეთანხმებულად და კოორდინირებულად კორპუსის ყოველთვიური ხარჯების მობილიზება, სწორედ აქედან გამომდინარე რიგ შემთხვევებში ვერ უმჯობესდება საცხოვრებელი კორპუსების გარემო პირობები.
კომპანია ნეთ სითის კონცეფცია სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ დაეხმაროს ამხანაგობებს ფინანსური დამოუკიდებლობის პოვნაში და თანხის დაგროვების პროცესი უფრო ადვილი, კომფორტული და გამჭვირვალე გახდეს.
თქვენი ელ-ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. მონიშნულია საჭირო ველები *
Awesome Customer Support
Do you need help?
32 2 121 120
this is amusing and i am so happy to find you. good luck