სამუშაო დროის აღრიცხვის ინოვაციური პლატფორმა პროგრამა პაკეტი არის ქსელური. გააჩნია ინტერაქტიული და მარტივად გასაგები მეგობრული ინტერფეისი. თანამშრომლის რეგისტრაცია და შემდეგი იდენტიფიკაცია ხდება ბარათის ან ჩიპის წამკითხველ მოწყობილობასთან მიტანით - უკონტაქტოდ. გამართული ბარათის გამოყენების შემთხვევაში მოწყობილობა კითხულობს მასში გაწერილ ციფრულ ინფორმაციას, ხოლო პროგრამის მოდული ახდენს მის დეკოდირებას და ეკრანზე გამოტანას, ასევე შემდეგ დამუშავებას და დამახსოვრებას
ნეთ სითის ონლაინ პლატფორმა მოსახერხებელია იმ კომპანიებისთვისაც, სადაც ხშირია სხვადასხვა სამუშაო გრაფიკების მქონე თანამშრომელთა რაოდენობა. უფლებამოსილ პირს შეუძლია მარტივად შეადგინოს ამა თუ იმ ჯგუფის სამუშაო გრაფიკი და ასევე ინდივიდუალური განრიგები, შესაძლებლობა ექნებათ ცვლილებები შეიტანონ გაწერილ განრიგში, ასევე შეუზღუდავია სამუშაო ცვლის შექმნა.
პროგრამულ პროდუქტს შესაძლებლობა ექნება დააგენერიროს წინასწარ განსაზღვრული ყველა საჭირო რეპორტი დროის ნებისმიერ შუალედში, როგორც კონკრეტული ლოკაციისთვის, ასევე მთელი ორგანიზაციისთვის. რეპორტის სახით შეიძლება წარმოდგენილი იქნას ორგანიზაციის სრული საშტატო განრიგი, მონაცემთა ბაზაში არსებული ნებისმიერი მონაცემის გამოტანით მარტივად მოხდება დასწრების ტაბელის გენერაცია და ექსპორტი პოპულარულ MS-Excell ფორმატში სამუშაო პერიოდის სრული დიფერენციაციით, სადაც გამოიყოფა ნორმირებული სამუშაო საათების რაოდენობა დღის და ღამის პერიოდში, ასევე გამოყენებული შესვენებისა და ზეგანაკვეთურის საერთო ჯამი დროის ნებისმიერ შუალედში.
სამუშაო საათების აღრიცხვა კომპანიას აძლევს ზუსტ ინფორმაციას იმის შესახებ, რამდენი დრო იმუშავა თანამშრომელმა კონკრეტულ დღეს, კვირაში ან თვეში. სწორი აღრიცხვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც კომპანიაში არსებობს რამდენიმე ცვლა, განსხვავებული სამუშაო გრაფიკი ან თანამშრომლები არ მუშაობენ ერთნაირი რეჟიმით.
ტრადიციული ტაბელის წარმოება შესაძლებელია ხელით ან Excel-ის საშუალებით, მაგრამ თანამშრომლების რაოდენობის ზრდასთან ერთად ასეთი პროცესი უფრო რთულად სამართავი ხდება. ელექტრონული სამუშაო დროის აღრიცხვის სისტემა მონაცემებს ავტომატურად აგროვებს და მენეჯერს საშუალებას აძლევს სწრაფად მიიღოს საჭირო ინფორმაცია.
კარგად ორგანიზებული ანგარიშიდან შესაძლებელია დაგვიანების, ნაადრევი გასვლის, Missing Punch-ის, არასრული სამუშაო დღის და გრაფიკთან შეუსაბამო ჩანაწერების აღმოჩენა. ამის შემდეგ მენეჯერს შეუძლია მიზეზი გადაამოწმოს და საჭიროების შემთხვევაში ჩანაწერი გაასწოროს.
ოფისში, მაღაზიაში, საწარმოში, რესტორანში ან მომსახურების კომპანიაში სამუშაო რეჟიმი შეიძლება ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს. სწორედ ამიტომ სამუშაო დროის აღრიცხვის პროგრამა უნდა იძლეოდეს სხვადასხვა გრაფიკისა და ცვლის მართვის შესაძლებლობას.
იხილეთ ასევე სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმის შევსება, სამუშაო საათები საქართველოს შრომის კოდექსით და NetCity-ის დასწრების სისტემა.
სამუშაო საათების აღრიცხვა მხოლოდ მონაცემების შეგროვებით არ სრულდება. მენეჯერმა პერიოდულად უნდა გადაამოწმოს, ემთხვევა თუ არა რეალური მოსვლა-წასვლის დრო თანამშრომლის სამუშაო გრაფიკს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არასრული დღეების, გამოტოვებული შესვლის ან გასვლის და უჩვეულოდ დიდი სამუშაო დროის აღმოჩენა.
თვის ბოლოს სასურველია თითოეული თანამშრომლის მონაცემების შეჯამება: ნამუშევარი საათები, დაგვიანებები, ნაადრევი გასვლები და დამატებითი სამუშაო დრო. თუ ინფორმაცია ავტომატურად მუშავდება, მენეჯერს აღარ სჭირდება ყველა დღის ხელით გადამოწმება.
რამდენიმე თვის მონაცემების შედარება საშუალებას აძლევს კომპანიას დაინახოს განმეორებადი პრობლემები. მაგალითად, კონკრეტულ ცვლაში ხშირი დაგვიანება შეიძლება მიუთითებდეს გრაფიკის გადახედვის საჭიროებაზე.
იხილეთ ასევე თანამშრომელთა აღრიცხვის სისტემა და საათობრივი დასწრების აღრიცხვა.
თქვენი ელ-ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. მონიშნულია საჭირო ველები *
NetCity მხარდაჭერა
გჭირდებათ დახმარება?
32 2 121 120მომხმარებელთა მხარდაჭერა
გჭირდებათ დახმარება?
32 2 121 120
Comments